მისივე თქმით, კომპანია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ოქტომბრიდან დაიწყებს.
„დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ კომპანია „ნიუ დეველოპმენტთან“ იმისთვის, რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს. ამ კუთხით წინ წავიწიეთ, მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნება კონკრეტულად “ოლიმპიური ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაობი დაიწყოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან 400 ოჯახი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას. მშენებლობა 3 წლის განმავლობაში დასრულდება და ამ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთარი ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო და საცხოვრებელ ფართს ბევრი ადამიანი დღემდე ელოდება.
კახა კალაძემ „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხიც დასრულების ფაზაშია. მისი თქმით, დაზარალებულია დაახლოებით 6 000 ადამიანი.