საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წლის 13 ივნისს წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს - თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა ერთ-ერთ დაზარალებულს ეკუთვნის.
ამჟამად კომპენსაცია დაზარალებულთათვის 22 ლარს, ხოლო დაზარალებული შშმ პირებისთვის, ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის თვეში 44 ლარს შეადგენს.
საქმე ეხება სულ 427 მოქალაქეს:
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე - 123 პირი - 44 ლარი
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრი - 5 პირი - 44 ლარი
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული სულ - 299 პირი - 22 ლარი.
ომბუდსმენის წინადადებაში კონკრეტული მაჩვენებელი განსაზღვრული არ არის, თუ რა ოდენობით უნდა გაიცეს სუბსიდია, თუმცა განმარტებულია, რომ ზრდა არის აუცილებელი.