მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულად არ განიხილოს

ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოცნებამ მიმდინარე კვირის დასაწყისში დააინიიცირა და პარლამენტმა მათი განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს ქმნის.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება ყველა მხარის ჩართულობის საშუალებას არ იძლევა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს აჩენს. ამიტომ სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით არ განიხილონ.

"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხილვა. კერძოდ, ცვლილებები შედის: შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში.

წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შეკრების და მანიფესტაციების გამართვის დროს შეკრების მონაწილეებისათვის სხვადასხვა აკრძალვების დადგენა, მათ შორის, შეკრების ადგილის, შეკრების ატრიბუტიკის თუ ფორმების ნაწილში; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შეკრებების აკრძალვის თუ შეწყვეტის დროს რიგი უფლებამოსილებების მინიჭება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხდება, როგორც მთელი რიგი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დამძიმება, ასევე ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესებს და სასამართლოში საქმეთა განხილვისას პროცედურულ გარანტიებს. სანქციების დამძიმებასთან ერთად, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს ემატება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების ჩადენისათვის პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

"ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება და პატიმრობის ვადების გაზრდა დააანონსა. მისივე განცხადებით, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა - რას ცვლის "ოცნება" ადმინისტრაციულ კოდექსში“?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები