მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენის აპარატი აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იოსელიანი

28 აპრილს აქციაზე "არა რუსულ კანონს" დაკავებული პირები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფელს.

"სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა", - წერს აპარატი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

პარლამენტში "რუსული კანონის" მეორე მოსმენის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები