მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს მიმართავს, არ გაცდნენ კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს

ლევან იოსელიანი
01.05.24 22:59
90

საქართველოს სახალხო დამცველი 1-ელი მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას.

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია, შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები