პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 30 აპრილს აქციის დაშლა მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით მოხდა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იყო ცალკეული გადაცდომები, რომლებიც შესწავლილი იქნება.
კითხვაზე, იღებს თუ არა პერსონალურ პასუხისმგებლობას გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, კობახიძემ ასე უპასუხა:
„პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ გუშინ, შეკრების დაშლის ოპერაცია მთლიანობაში ჩატარდა ევროპული სტანდარტებით. რაც შეეხება კონკრეტულ გადაცდომებს და ინციდენტებს, ეს არის ცალკეული შესწავლის საკითხი",- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 30 აპრილს, „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები და ჟურნალისტები. სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია 6 პოლიციელი. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
მშვიდობიანი აქციის დაშლის შესახებ არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა.