მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენის აპარატის 40-მდე თანამშრომელი იოსელიანის პარლამენტის სხდომაზე დასწრებას ემიჯნება

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი არ ეთანხმება ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურია.

თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულებელყოფით მოხდა იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია. არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული - ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა.

"ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას. აღსანიშნავია, რომ აპარატის თანამშრომლები მუდმივად ვცდილობთ აღნიშნულ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ და მოსაგვარებლად შიდა რესურსების გამოყენებას. ვინაიდან, საკითხები საჯარო ინტერესის მქონე თემებს ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ჩვენი პოზიციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რომელთა წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები, როგორც საჯარო მოსამსახურეები.

ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები. მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აქ დასაქმებული პროფესიონალების პოზიცია არის პრინციპული არამხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხების მიმართაც და საქმიანობის პრიორიტეტები, ხედვა თუ რწმენა ადამიანის უფლებებისადმი არ შეცვლილა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ანი სალდაძე
  2. ეკა მამრიკიშვილი
  3. ელენე ჩავლეშვილი
  4. ევა ფაჯიშვილი
  5. გიორგი კვირიკაშვილი
  6. გიორგი ტყებუჩავა
  7. გიორგი მელიქიძე
  8. გიორგი ქაჯაია
  9. გიორგი ჩარკვიანი
  10. გიორგი ძაძუა
  11. გვანცა ხარატიშვილი
  12. ლარა ჯამარაული
  13. ლიკა ბაციკაძე
  14. ლიკა ღვინჯილია
  15. ლევან პაპავა
  16. მაკო არაბული
  17. მარიამ თავდგირიძე
  18. მარიამ მახარაძე
  19. მარიამ მოსეშვილი
  20. მერაბ დობორჯგინიძე
  21. ნათია გორგილაძე
  22. ნათია ფიცხელაური
  23. ნათია საღრიშვილი
  24. ნინო ათაბეგაშვილი
  25. ნინო ბერიშვილი
  26. ნინო ლეჟავა
  27. ნინო შალამბერიძე
  28. ნინო სულამანიძე
  29. ნინო ვალიკოვი
  30. სოფო რუსეცკი
  31. თამარ გუგუტიშვილი
  32. თამარ ოგანოვა
  33. თამარ ხოხობაშვილი
  34. თამთა პაპუაშვილი
  35. თამუნა აბაზაძე
  36. თინათინ თინიკაშვილი
  37. ქეთი ხვედელიანი

BMG სახალხო დამცველის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ თუ გადაწყვეტენ თანამშრომელთა ნაწილს საჯაროდ უპასუხონ, განცხადებას გაავრცელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები