მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომბუდსმენმა რუსთავის ციხეში სააკაშვილი,ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვა პატიმრები მოინახულა

იოსელიანი

2026 წლის 4 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს და ადგილზე არსებულ გარემოს.

ამავე ინფორმაციით, სახალხო დამცველი გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, ლევან იოსელიანი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით ზედამხედველობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები