მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომი ძალიან მალე დასრულდება" - ტრამპი

ჩიკაგო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა მოჰყვება. ტრამპის თქმით, სამხედრო კამპანია, რომელიც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს დაიწყეს, წარმატებით გრძელდება და დასახული მიზნების მიღწევისკენ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

სამხედრო წარმატებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვა, სამხედრო-საჰაერო ძალები და 50-ზე მეტი ხომალდი განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ომის ამ კვირაში დასრულება გამორიცხა, მან დაადასტურა, რომ პროცესი ფინალურ ეტაპზეა.

„ჩვენ უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ სამხედრო ამოცანების შესრულების გზაზე. ირანის ყველა ძალა თითქმის სრულად გავანადგურეთ - მათ აღარ ჰყავთ ხელმძღვანელობა, ყველაფერი აფეთქებულია. ომი ძალიან მალე დასრულდება, როდესაც ირანს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ იარაღი ჩვენი, ისრაელისა და სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენოს." - თქვა ტრამპმა.

მართალია, შტატების ლიდერმა ომის მალე დასრულებაზე ისაუბრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ უფრო მძლავრი და უფრო ხანგრძლივი დარტყმებისთვისაც არის მზად. ტრამპმა არ გამორიცხა, რომ დარტყმები ირანის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზეც განხორციელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები