13 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. უახლესი ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება. მაკრონი დასძენს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით ირჩევს.
„დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება - ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, - წერს მაკრონი.
მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აიძულონ, მკაცრი ზომებია საჭირო.
„რუსეთისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასაწესებლად მკაცრი ზომებია საჭირო. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად. მივმართავ მსხვერპლებს, დაჭრილებს და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას აგრძელებს: ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა, ჩვენი ურყევი ერთგულება თქვენ“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
This morning, two Russian missiles struck the heart of the city of Sumy in Ukraine, causing numerous civilian casualties, including children once again.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) April 13, 2025
Everyone knows: this war was initiated by Russia alone. And today, it is clear that Russia alone chooses to continue it…