მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის 29-ე დღე: რუსეთი საჰაერო დარტყმებს აგრძელებს - სამიზნე კიევის, ჩერნიგოვის და ხარკოვის ოლქებია

623c10b0a4291
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.22 10:32
809
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან წინააღმდეგობის 29-ე დღე დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვას აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, მოწინააღმდეგის ავიაცია აქტიურ ქმედებებს აგრძელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში დარტყმებს ჰაერიდან ახორციელებს, რა დროსაც თვითმფრინავების 250 აფრენა დაფიქსირდა, ეს მონაცემი 60-ით მეტია 22 მარტის მაჩვენებელზე.

მოწინააღმდეგის ძირითადი სამიზნედ კიევის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რჩება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩამოგდებული იყო მტრის  7 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი, 1 ვერტმფრენი და 2 ფრთოსანი რაკეტა, რა ინფორმაციაც ზუსტდება.

ხერსონის ოლქში დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლებთან დაკავშირებით, მტერი ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს ახორციელებს.

გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებს განიცდის. უკრაინის ტოტალური წინააღმდეგობა კი გრძელდება.

აღსანიშნია, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა უკარაინაში 24 თებერვალს დაიწყო, შესაბამისად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღეს 1 თვე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები