საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.
საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, - ნათქვამია პრეზიდენტის "ტვიტში".