მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის გამო უკრაინისთვის მიყენებულმა და პოტენციურმა დანაკარგმა $1 ტრილიონს გადააჭარბა - უკრაინის პრემიერი

6242f28e92a43
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 16:00
914
რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად უკრაინას ტრილიონი დოლარის ზიანი მიადგება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დანაკარგი, რომელიც ირიბი მეთოდით, შემდგომ წლებში მოსალოდნელი დანაკარგის გათვალისწინებით არის დათვლილი, 1 ტრილიონ დოლარს შაედგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

შმიჰალმა აღნიშნა, რომ გაანგარიშება ჯერჯერობით ექსპერტულია, თუმცა დანაკარგი სტრუქტურირებულია.

მისი სიტყვებით, დანაკარგის პირველი შემადგენელი ნაწილი - პირდაპირი ინფრასტრუქტურული დანაკარგია.

„ეს ის არის, რაც ჩვენ პირდაპირი განადგურების გზით მივიღეთ - ხიდები, გზები, საცხოვრებელი შენობები და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ დროისთვის ჩვენი შეფასებით ზიანი 120 მლრდ დოლარია. ხოლო სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სხვა სამოქალაქო ხარჯების გათვალისწინებით ეს 270 მლრდ დოლარზე მეტია“, - განმარტა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა დააზუსტა, რომ დეტალური ანგარიშისთვის შექმნილია დაკარგული ქონების რეესტრი და თითოეულ მოქალაქეს მისი დანაკარგის დარეგისტრირება შეეძლება.

„ჩვენ ყველა მოყენებული დანაკარგის ზუსტ, თითქმის ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ. ასეთ მდგომარეობაში ეს სტანდარტული მიდგომაა“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ზარალის მეორე ნაწილი უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანია.

„მშპ-ს შემცირება იმ თვეებზე გაანგარიშებით, რა დროსაც სამხედრო მოქმედებების გაგრძელდება. ეს მიუღებელი შემოსავალი და ჩვენს საწარმოებში ჩაუდებელი ინვესტიციებია. ჩვენი გათლებით, ეს თანხა 290 მლრდ დოლარს აღემატება“, - თქვა შმიჰალმა.

დანაკარგის მესამე ნაწილად კი პრემიერი პერსპექტივაში მშპ-ს შემცირებით მიღებულ სახელმწიფო დანაკლისს ასახელებს.

„ომამდე ჩვენ ეკონომიკის ზრდის გეგმები გვქონდა. ახლა საწარმოები, რომლებმაც სახელწმიფოს შემოსავალი უნდა მოუტანონ, განადგურებულია. ამიტომ ომის შემდეგ, არსებითი კორექტირება მოხდება“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები