უკრაინის გენერალური შტაბი დილის მდგომარეობით ოპერატიულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მტერი დემორალიზებულია. საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცები და ოფიცრები აგრზელებენ ჩაბარებას, გაქცევას და ტოვებენ იარაღსა და აღჭურვილობას.
"დაიწყო იკრაინელი ხალხის გმირული დაპირისპირების მეათე დღე რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ჩართულნი არიან უკრაინის ქალაქების რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად.
რუსეთის ქვედანაყოფები და დანაყოფები დემორალიზეულია. საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცები და ოფიცრები აგრძელებენ ჩაბარებას, გაქცევას, უკრაინის მიწაზე იარაღისა და აღჭურვილობის დატოვებას.
ოკუპანტები აგრძელებენ სროლას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ახორციელებენ სარაკეტო და დაბომბვას კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სახლებზე, საავადმყოფოებზე, საბავშვო ბაღებზე. იყენებენ ქალებს ბავშვებს და მოხუცებს როგორც "ადამიანის ფარს".
არ წვეტენ საკუთარ საინფორმაციო სივრცეში განმათავისუფლებელი "ბლიცკრიგის" სურათის შექმნის მცდელობას, აგრძელებენ ტოტალური სიცრუის გავრცელებას დაქვემდებარებული მედიის მეშვეობით.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გარკვეული საზღვრების შენარჩუნებას ყველა მიმართულებით. ზოგიერთ რაიონში კი ისინი კონტრშეტევას უტარებენ და აიძულებენ მტერს ზარალით უკან დაიხიოს.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიტყვით ყველა ჩვენს წარმატებაზე, რათა არ ჩავშალოთ ჩვენი გეგმები, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა. ბრძოლა გრძელდება!"-ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ანგარიშში.




























