მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის მე-14 დღე: რუსულ ჯარში დანაკარგების გამო პანიკური განწყობებია

6228668003b19
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.22 12:42
9581
რუსეთის ჯარების შემადგენლობებიდან ვრცელდება პანიკური განწყობები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში დიდი დანაკარგების გამო - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის მე-14 დღისთვის არსებული მდგომარეობაა გადმოცემული.

ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, 9 მარტის დილის 6 საათისთვის, განსაზღვრულ საოპერაციო მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ჯგუფები თავდაცვითი ოპერაციის წარმოებას აგრძელებენ.

ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთით საბრძოლო მოქმედებები პოლესკის და ვოლენსკის რაიონებში, ასევე უკრაინის სახელმწიფო საზღვრის და ნეჟინის, ივანიცას, ტროსტანეცის მიმართულებით გრძელდება. ხორციელდება ჩერნიგოვას თავდაცვა.

კიევის თავდაცვის დაჯგუფებები მოწინააღმდეგის შეტევებს იგერიებენ, მათ შემტევ ჯგუფებს ცეცხლს უხსნიან და ამარცხებენ და იცავენ გარკვეულ საზღვრებს.

სამხრეთის მიმართულებით ოპერატიული დაჯგუფებები სახელმწიფო საზღვრის და საზღვაო ხაზს იცავენ, ასევე აეროდრომებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის თავდაცვას ახორციელებენ.

სხვა მიმართულებით საჯარისო დანაყოფები სტაბილიზების ოპერაციას აწარმოებენ და ტერიტორიული მთლიანობის ამოცანებს ასრულებენ.

უკრაინის საჰაერო ძალები სარაკეტო დარტყმებს იგერიებენ და ანადგურებენ მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს, ახორციელებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამხედრო დანაყოფების საჰაერო თავდაცვას.

არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგის სამხედრო შენაერთებში დიდი დანაკარგების გამო დროებით ოკუპირებულ ყირიმის, კრასნოდარის, დონეცკის და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში გრძელდება გრძელდება ფარული მობილიზება სასწავლო ბანაკების სახით, ამასთან გააქტიურებულია მოხალისეთა დანაყოფების შედგენა უკრაინაში საბრძოლველად.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლებიდან რეზერვების შევსების მიზნით ყმაწვილების გაწვევა ფიქსირდება.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ რუსი დამპყრობლები არ გამორიცხავენ უკრაინასთან ომში არაღიარებული დნესტრისპირეთ-მოლდოვის რესპუბლიკის 800-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას, თუმცა აღნიშნული პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალ დონეზე რჩება.

ბერდიანსკში მტერმა პროპაგანდისტული მასალების გავრცელება დაიწყო, რომელიც მიზნად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას ისახავდა.

რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ჩერნიგოვის რეგიონის დასახლებებში, მტერი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, საცხოვრებელ შენობებს შორის და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების შენობებში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დამალვა გრძელდება. მტერი სამედიცინო დაწესებულებების ქსელს დაჭრილი პერსონალის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად იყენებს; ამასთან, მობილური ქსელის ანძები მწყობრიდან გამოჰყავს.
ხერსონის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ქალაქ ნიკოლაევის მიმართულებით დაწინაურებაა გამოვლენილი“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები