მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის მე-19 დღე: უკრაინელებმა მტრის საველე ბაზებსა და საწყობებს დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს

622eeb0a1a278
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.22 11:14
19793
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ უკრაინელი ერის გმირული წინააღმდეგობის მე-19 დღე დაიწყო. ომის წარმოების დეტალებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, უკრაინელებმა მტრის საველე ბაზებსა და საწყობებს დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულ მტრის საველე ბაზებსა და საწყობებს ლოგისტიკური მომარაგების სისტემის ზიანის მიყენების მიზნით, დამანგრეველი დარტყმები მიაყენა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა ოთხი თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს (ინფორმაცია ზუსტდება). რუსეთის ჯარებს შეტევის ოპერაციის განხორციელებისას მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონიათ. დამპყრობლების ძირითადი ძალები მობილიზებული იყო ადრე დაკავებული საზღვრების გამყარებაზე.

კვლავ ფიქსირდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენების არაერთი შემთხვევა, მათ შორის საცეცხლე პოზიციების, სამხედრო აღჭურვილობის და ტექნიკის განთავსება რელიგიური ობიექტებში.

მოწინააღმდეგის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც რუსი სამხედროების მიერ ბრძანებების შეუსრულებლობის მიზეზი ხდება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ბელგოროდის სამხედრო კომენდატურის სამხედრო ბანაკია განთავსებული, სადაც რუსეთი სამხედროების მკურნალობის შემდეგ ჰოსპიტლიდან დანაყოფებში გადაყვანას ელიან. ამასთან, ამავე ბანაკში იმყოფებიან სამხედროები, რომლებიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მათთან მიმართებით გამოძიების ზომები ტარდება“, - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში ომში წარმოებაში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვის მზადყოფნასთან დაკავშირებით, გენშტაბში აღნიშნეს, რომ „ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეცნაზელები უკრაინასთან ომში მონაწილეობას არ მიიღებენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები