მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის პერიოდში ირანში 21 პირი დასაჯეს სიკვდილით, 4 ათასი კი დაიჭირეს - UN

ირანის ომი

გაეროს ინფორმაციით, ომის პერიოდში ირანში 21 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, 4000 პირი კი დააკავეს. დაკავების მიზეზი "ეროვნულ უსაფრთხოების" საკითხები იყო.

28 თებერვალს ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სამხედრო კამპანია დაიწყო ირანის წინააღმდეგ. ირანმა საპასუხო ნაბიჯად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.

პაკისტანის შუამავლობით, 7 აპრილს ვაშინგტონი და თეირანი ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და სრუტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, ირანმა გზა არ გახსნა და მიზეზად ისრაელის მიერ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების გაგრძელება დაასახელა.

11-12 აპრილს ისლამაბადში აშშ-სა და ირანის წარმომადგენლების პირველი პირისპირ შეხვედრა შედგა. თუმცა აშშ-მა ვერ შეძლო თეირანის დაყოლიება მის მთავარ მოთხოვნაზე ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი, რომელიც 20-26 აპრილის კვირაში ისლამაბადში იგეგმებოდა, საბოლოოდ არ შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები