მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის წყალობით, Goldman Sachs-ის მოგება რეკორდულად გაიზარდა

goldman

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წმინდა მოგება წლიურ ჭრილში 19%-ით გაიზარდა და $5.63 მილიარდი შეადგინა.

ბანკის საერთო შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $17.23 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული შედეგი, ძირითადად, აქციებით ვაჭრობის სექტორში დაფიქსირებულმა რეკორდულმა მაჩვენებლებმა და საინვესტიციო საბანკო მომსახურებიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა განაპირობა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Goldman-ის რეკორდული მოგება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და ირანის ომს უკავშირდება, რომელმაც ბირჟაზე ტრეიდინგ-აქტივობა მკვეთრად გაზარდა, ხოლო საბროკერო მომსახურებით საკომისიოების მიღება ამ ამერიკული ბანკის ძირითადი ბიზნესია.

კვარტალის განმავლობაში აქციებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და $5.33 მილიარდს მიაღწია, რაც ჰეჯ-ფონდების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ სოლომონის განცხადებით, Goldman Sachs-მა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და გაზრდილი ვოლატილობის პირობებში ძლიერი ფინანსური შედეგების ჩვენება შეძლო. სოლომონმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო მარტში IPO-ების აქტივობა შენელდა, თუმცა ბაზარზე მსხვილი განთავსებების საჭიროება კვლავ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები