მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომმა ბიზნესში არსებული კრიზისი გაახანგრძლივა: “თბილისი ცენტრალის” დირექტორი

622edb10c6545
ლიკა გურაბანიძე
14.03.22 21:00
1112

“რუსეთ-უკრაინის ომმა ბიზნესში არსებული კრიზისი გაახანგრძლივა,” - ამის შესახებ “თბილისი ცენტრალის” დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

ყარალაშვილის განმარტებით, პანდემიურმა ვითარებამ გამოსწორება დაიწყო, ომმა კი მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა.

“ლარის კურსის არასტაბილურობა დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კურსის რყევებს სხვადასხვა ფაქტორი იწვევს: რუსეთის ბაზარი, როგორც ექსპორტის ნაწილში საქართველოსთვის მსხვილი პარტნიორი, აქტიური ვეღარ იქნება. ასევე, 600 მლნ დოლარის გადმორიცხვები წლიურად მხოლოდ რუსეთიდან ხდებოდა. ამას ემატება ისიც, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენის იმედი ბევრს ჰქონდა, ეს პროცესი გართულდება. უკრაინელი ტურისტების ნაკლებობა საცალო-სავაჭრო სექტორს არტყამს, რადგან სავაჭრო ცენტრებში მათი წილი საკმაოდ მაღალი იყო. ზუსტი დანაკლისის დათვლას გაზაფხულის ბოლოს შევძლებთ", - განაცხადა ყარალაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომუნალური გადასახადები გაორმაგებულია და შედეგად, ყველა სავაჭრო ცენტრმა 2022 წლის დასაწყისიდან მოიჯარეებს მომსახურების გადასახადი 10-15%-ით გაუზარდა. შედეგად, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასებმა 15-20%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები