უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი, წინასწარი მონაცემებით, 500 მლრდ დოლარს შეადგენს, თუმცა ეს თანხა საბოლოო არ არის.
Unian-ის წერს, რომ ამის შესახებ მედიას ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განუცხადა.
“არაერთი ლოგისტიკური ჯაჭვი მთლიანად გაწყვეტილია, არც თუ ისე ცოტა წარმოება განადგურდა, ზოგიერთს კი უბრალოდ მუშაობა არ შეუძლია, რადგან მათი დასაქმებულები ქვეყნიდან წავიდნენ. ეკონომიკის სამინისტროში თვლიდნენ, რომ ომის ხარჯები მშპ-ის მესამედიდან ნახევრამდე იქნებოდა. სხვა შეფასებით, საუბარია 500 მლრდ დოლარზე, თუმცა ზუსტი რიცხვის დასახელება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა მეაჩენკომ.




























