კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა ინფრასტრუქტურას 63 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა.
გამოქვეყნებულ შეფასებაში, რომელიც ომის უკრაინის ეკონომიკაზე გავლენას ეხება, წერია, რომ რუსეთმა უკრაინაში 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა ან/და გაანადგურა. განადგურებულ/დაზიანებულ ინფრასტრუქტურაში მოხვდა 400-მდე სკოლა და 92 ქარხანა.
წინა შეფასებაში, რომელიც ორგანიზაციამ 17 მარტს გამოაქვეყნა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 3.5 მლრდ დოლარს აღწევდა.




























