მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Omnia Education Partners საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის ფინურ ტრენერთა ტრენინგს ჩაატარებს

62cd747406051
BM.GE
12.07.22 17:28
471
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინელ პარტნიორ Omnia Education Partners-თან თანამშრომლობის ფარგლებში ფინური პროფესიული ტრენინგები დაიწყო. მიმდინარე წლის 11 ივლისს პროფესიული ტრენინგის გაცნობით შეხვედრა სწორედ ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა.

„მეწარმეობა - ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება“ და „პროდუქტების განვითარება - ნოვატორი კომპანიაში“ ტრენერთა ტრენინგის მთავარი მიმართულებებია, რომელსაც ფინელი ინსტრუქტორები წარუძღვებიან და მასში მონაწილეობას ასოციაციის წევრი კომპანიების 15 წარმომადგენელი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პროფესიული ტრენერთა ტრენინგი (TOT) საქართველოში, რომელიც ფინური მოდულების შესაბამისად ხორციელდება. ზემოხსენებული პროფესიული ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რის საფუძველზეც მონაწილეები შეძლებენ საკუთარ კომპანიებში თანამშრომლების ფინური მოდულების შესაბამისად გადამზადებას.

ამ ეტაპზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს Omnia Education Partners-თან ერთად ფინური კვალიფიკაციის შესაბამისი სხვა ტრენინგ მოდულების ადაპტაციისა და დანერგვის მიზნით.

„მოხარულნი ვართ, რომ USAID-თან და Omnia Education Partners-თან თანამშრომლობის ფარგლებში იწყება ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლების ფინური პროფესიული ტრენინგები, რომელიც სრულად ეთმობა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფინური მოდელის გაზიარებას, როგორც მეწარმეობის, ასევე პროდუქტების განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრენინგი საქართველოში პირველად მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.

(NS)

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები