მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზრის ჩამოშლა რომ არ მოხდეს, გარკვეული დრო გვჭირდება" - ვეფხვაძე საწარმოების ფინანსური დაზღვევის რეგულაციაზე

644bb64fcdd78
ელენე გოგბერაშვილი
29.04.23 01:00
611
მაღალი რისკის შემცველი მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის გარემოს დაბინძურების რისკის წინსწრებით დაზღვევის ფინანსური მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა დროში გადავადდეს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შესახებ“ 2021 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული, თუმცა როგორც ირკვევა არცერთი მხარე, ვინც ამ პროცესში მოიაზრება, ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად მზად არ არის.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თქმით, სამინისტრო ფიქრობს, რომ რეგულაციის ამოქმედება რამდენიმე წლით გადაავადოს. ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც ფინანსური დაზღვევის მექანიზმი განიხილეს როგორც ბიზნესთან, ისე საბანკო და სადაზღვევო სექტორთან.

რეგულაციის მიხედვით, იმისთვის, რომ საწარმოებმა გარემოსთვის ზიანის მიყენების შესაძლო რისკი წინსწრებით დააზღვიონ, შესაბამისი ფინანსური რესურსი ან საბანკო გარანტიის ან სადაზღვევო პოლისის სახით უნდა წარადგინონ. საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა კი საწარმოს ზომასა და საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ნინო თანდილაშვილი განმარტავს, ფინანსური დაზღვევის მექანიზმი შეეხება განსაკუთრებით მაღალი რისკის საწარმოებს, ისეთებს, რომლებზეც ასევე "სამრეწველო ემისიების კანონის" მოქმედება გავრცელდება.

გონივრული ვადა, რომელიც რეგულაციების აღსასრულებლად ბიზნესს სჭირდება, ცვლილებების 2026 წლამდე გადავადებაა. როგორც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი bm.ge-სთან განმარტავს, ბაზრის მოთამაშეებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც საწარმოებს დაზღვევის მექანიზმი უნდა შესთავაზოს, ეს პროდუქტი მათთვის ახალია, რასაც გამოცდილება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბაზარი ჩავარდეს, რადგან ბაზარზე იქნება პროდუქტი, რომელსაც ფიზიკურად საწარმოები ვერ შეიძენენ.

„როდესაც კანონში გარკვეული ჩანაწერია, ჩანაწერის მიღმა უნდა არსებობდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, კანონქვემდებარე აქტები და მეორე, ამ კანონქვემდებარე აქტებშიც კი გაწერილი რაღაც ტიპის პროცედურა, უნდა იყოს ნათელი, ნაცნობი ბაზრის მოთამაშეებისთვის. აქ საუბარია არა იმ კომპანიებზე, ვინც ე.წ დამბინძურებლები არიან, არამედ იმაზე, ვინც უნდა მიაწოდოს მსგავსი პროდუქტები ბაზარს, ეს იქნება სადაზღვევო კომპანია, თუ საბანკო ინსტიტუციები.

ეს პროდუქტი იმდენად ახალია, რომ პროდუქტის ჩამოყალიბება, შეფასება და ა.შ ამ მოთამაშეებისგან გარკვეულ გამოცდილებას და ცოდნას მოითხოვს. მათ ეს პროცედურები უფრო ნათლად უნდა იცოდნენ, გამოცდილებაც გაიზიარონ, ისწავლონ შეფასება, პროდუქტი შექმნან და ბაზარზე გამოიტანონ. ამის გარეშე მოხდება ბაზრის ე.წ ჩაშლა, ჩავარდნა, როდესაც იქნება იმდენად ძვირი პროდუქტი, რომელსაც კომპანიები ვერ იყიდიან და იმდენად ძვირი იმიტომ, რომ თუ შენ ზუსტად არ იცი შეფასება, რისკებს სხვანაირად აფასებ და წერ ძალიან ბევრს, შესაბამისად იმდენად ძვირი იქნება პროდუქტი, რომ საწარმოებს გავაჩერებთ. ამიტომ, რომ არ მოხდეს ბაზრის ჩამოშლა, ამისათვის გვჭირდება გარკვეული დრო, რომ ბაზრის მოთამაშეებმა კარგად გაარკვიონ რა ტიპის პროდუქტზეა საუბარი და მერე წავიდეთ ნელ-ნელა სწორი მიმართულებით.

უახლოესი 3 წელი არის ის პერიოდი, რომელიც საჭიროა კომპანიებისთვის ელემენტარულ დონეზე, რომ მათ ადაპტაცია მოახდინონ ამ კანონმდებლობის. ალბათ 2026 წელი იქნებოდა გონივრული ვადა [რეგულაციის ასამოქმედებლად]", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები