მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონის ავტოსადგური „მგზავრები“ სტიქიის ზონიდან და თბილისიდან ამ ზონამდე ხალხს უფასოდ გადაიყვანს

სტიქია რაჭაში

რაჭაში, ონის ავტოსადგური „მგზავრები“ სტიქიის ზონიდან და თბილისიდან ამ ზონამდე მისვლის მსურველებს უფასო გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება ავტოსადგურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ავტოსადგური "მგზავრები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!


უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში, ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩავიყვანთ შოვის ტერიტორიაზე. დაგვირეკეთ 599 12 09 29“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ შოვში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად, წაღებულია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზეა 210 ადამიანია გადაყვანილი. სტიქიის ზონაში ნაპოვნი გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები