Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ელ-კომერცია მზარდია, თუმცა მისი წილი მთლიან გაყიდვებში კვლავ მცირეა.
ონლაინ FMCG გაყიდვებმა 2025 წლის 9 თვეში 124 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბრენდული FMCG ბაზრის შემოსავლების 1.7%-ია.
პუბლიკაციის თანახმად, ონლაინ გაყიდვებში შეინიშნება აღმავალი ტენდენცია, თუმცა მისი წილი დაბალია ევროპის მსგავს ქვეყნებთან შედარებით (საშუალოდ 3.5%).

Galt & Taggart-ის მოლოდინით, ონლაინ FMCG გაყიდვების წილი გაიზრდება და 2030 წლისთვის ბრენდული ქსელების შემოსავლის 4%-ს მიუახლოვდება.
9 თვეში FMCG სექტორმა 10%-ით მეტი, ₾17.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო - G&T




























