მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ონლაინ გაყიდვების კომპანიების შემოწმება იწყება -"ვეცდებით ონლაინ სერვისები პრიორიტეტში ამოვიტანოთ"

5e8dac77d5538
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.20 14:26
1893
ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ონლაინ სერვისები პრიორიტეტში ამოვიტანოთ, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურანლისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ონლაინ მომსახურების განმახორციელებელი კომპანიების ამუშავების ვადებს ეხებოდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ადგილობრივი წარმოებების შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ კონკრეტული საწარმოების შემოწმების გზით, აქედან გამომდინარე ონლაინ გაყიდვების მიმართაც იგივე მიდგომა იქნება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით შევამოწმებთ კონკრეტულ კომპანიებს და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ კომპანიის შესატყვისობის შესახებ და არა მთლიანად დარგის, იმიტომ რომ ნებისმიერ დარგში შეიძლება იყოს წარმატებული ამ თვალსაზრისით, ადაპტირებული კომპანიები და იყოს ასევე კომპანიები, სადაც არსებობს ჯერ კიდევ ხარვეზები.

ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ონლაინ სერვისები პრიორიტეტში ამოვიტანოთ, რა თქმა უნდა ყველაფერი პრიორიტეტია ერთი შეხედვით, მაგრამ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და გვიწევს დროში გაწერა, შევეცდებით, რომ ონლაინ სერვისების კომპანიების მაქსიმალურად ახლო პრიორიტეტში გადმოვიტანოთ და კონკრეტულად თითოეული კომპანიის გადამოწმების შედეგად მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე არის ეს მიდგომა"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები