მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინკაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, შემდეგ კი საერთოდ გაუქმება - ღარიბაშვილის გეგმა

619b471999bca
მარიამ ვარადაშვილი
22.11.21 11:22
5204
მთავრობა ონლაინკაზინოებისვის გადასახადების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს კანონპრექტზე, რომლითაც პირველ ეტაპზე გადასახადი გაეზრდებათ ამ კომპანიებს, ხოლო მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ-კაზინოები.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია გადასახადებში სალიცენზიო მოსაკრებლის ზრდა თუ იგულისხმება.

“1.5 მილიარდი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინ-კაზინოების მეშვეობით. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან.

ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ამაზე ხედვა და ის წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რაც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინიების მფლობელებეისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება - ესაა 1.5 მილიარდი ლარი და აქედან 99% გაჭირვებული მოქალაქეები არიან, ისინი ვინც არ მუშაოებენ, ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

გაიგეთ რამდენი მილიონის გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები - სტატისტიკა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები