მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიას ფილიალის გახსნა სურს - მერია

615343ea4f1fc
თამთა ჯიჯავაძე
28.09.21 20:41
3413
დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, ონში ფილიალის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.

"ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა (=0.5 მლნ ₾).

პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (The New Democracy Fund) „ახალი თანამშრომლობის ფონდის“ (The New Cooperation Fund) ჩართულობით.

ონის მერიის ინფორმაციით, სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები