მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Opec-მა ნავთობზე ფასების დაცემის შეჩერება ვერ მოახერხა

5e628957a5270
თამთა ჯიჯავაძე
06.03.20 21:28
1529
Opec-მა ნავთობზე ფასების დაცემის შეჩერება ვერ მოახერხა. კერძოდ, მან ვერ მიაღწია შეთანხმებას ნავთობის მიწოდების შემცირებაზე, დასავლური მედიის ცნობით, ამაში მას ხელი რუსეთმა შეუშალა და არ დათანხმდა მსგავს რეაგირებას. შედეგად, ნავთობზე ფასი დაახლოებით 8%-ით დაეცა. ბოლო მონაცემებით, WTI-ს ტიპის ნავთობი 42,11 დოლარი ღირს ბარელზე. ხოლო „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 45,91 დოლარი.

BBC-ის ცნობით, ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო. როგორც oilprice.com-ი წერს, ნედლ ნავთობზე მოთხოვნა მიმდინარე კვარტალში სავარაუდოდ, რეკორდულად დაბალი იქნება, იმაზე დაბალი, ვიდრე ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები