OpenAI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმენი მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის შეთავაზებას ეხმიანება ChatGPT-ის შემოქმედი კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით და მას "სისულელეს" უწოდებს.
"არაფერი მაქვს სათქმელი. ეს სისულელეა. კომპანია არ იყიდება. ეს მისი ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომ ხელი შეგვიშალოს" – ამბობს ოლტმენი.
CNN-თან საუბრისას ოლტმენმა თქვა, რომ მასკის ეს ქმედება მისი პირადი კომპლექსებიდან გამომდინარეობს, რის გამოც ის მას თანაუგრძნობს.
"მისი მთელი ცხოვრება კომპლექსებიდან გამომდინარეობს და მე მას თანავუგრძნობ. არ მგონია, რომ ის ბედნიერია" – თქვა OpenAI-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა ინვესტორებს OpenAI-ის $97.4 მილიარდად შესყიდვის წინადადება წარუდგინა, რომელიც AI-სტარტაპის გამოსყიდვას და მისი საქმიანობის შეცვლას ისახავდა მიზნად.