მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI ChatGPT-სთვის შიდა გადახდის სისტემას ქმნის

ჩათჯიპიტი
BM. GE
19.07.25 19:02
545

OpenAI ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ასისტენტის, ChatGPT-სთვის შიდა გადახდის სისტემას ქმნის. ახალი მექანიზმის ჩაშენების შემდეგ მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება პირდაპირ ჩათშივე შეეძლებათ.

კომპანია გადახდების სისტემის შესაქმნელად Shopify-სთან ერთად მუშაობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მალე პროდუქტის შესაძენად ChatGPT-ს დატოვება აღარ იქნება საჭირო. ტექგიგანტი გადახდების ახალი მექანიზმიდან ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს. ყოველი გადახდისას, თანხის მცირე ნაწილი კომპანიას დარჩება.

გადახდის ფუნქციის ჩაშენებით OpenAI-ს სურს, ChatGPT Plus-ის გამოწერების გარდა, შემოსავლის მიღების სხვა გზებიც განავითაროს. როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიამ უკვე მოახერხა 10 მილიარდი დოლარის მიღება, თუმცა OpenAI ჯერჯერობით ისევ წამგებიანი ბიზნესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები