Microsoft-ის შვილობილმა OpenAI-მ ვიზუალური ხელოვნური ინტელექტის, DALL-E-ის მესამე ვერსია წარმოადგინა, რომელშიც ChatGPT-ი არის ინტეგრირებული, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სურათების აღწერები თავად ხელოვნურ ინტელექტს დააწერინონ.
როგორც შემქმნელები ამბობენ, განახლების შედეგად, DALL-E გაცილებით უკეთესად აღიქვამს კონტექსტს და შესაბამისად, უკეთეს კონტენტსაც აგენერირებს.
DALL-E ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენერაციული ინტელექტია, რომელიც OpenAI-მ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში წარმოადგინა, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე Stability AI-სა და Midjourney-ის მიერ შემოთავაზებული მსგავსი პლატფორმები. DALL-E-ის ახალი ვერსია ოქტომბერში ჩაეშვება და მის გამოყენებას, თავდაპირველად, ChatGPT Plus-ისა და ChatGPT Enterprise-ის მომხმარებლები შეძლებენ.