მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის - ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ, ამერიკულმა OpenAI-მ iOS-ისთვის განკუთვნილი უფასო აპლიკაცია გამოუშვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ზე გაავრცელა.
როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ამ ეტაპზე აპლიკაციის გადმოწერა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება, მაგრამ სამომავლოდ ის სხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებისთვის.
სატელეფონო აპლიკაციაზე მუშაობის შესახებ, ამ დრომდე, OpenAI-ის მხრიდან არაფერი ვიცოდით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ არაოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ChatGPT-ის 100 მილიონი ადამიანი იყენებდა.