მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციას ცოტნე ყავლაშვილთან კრიტიკული შენიშვნები არ ჰქონდა - პაპუაშვილი

632ad789aa3d3
მარიამ იზორია
21.09.22 13:29
402
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ცოტნე ყავლაშვილი წარუდგინა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ახალარჩეული გენერალური აუდიტორი საჯარო სამსახურსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს და მის წარდგენას დადებითი რეაქციები მოყვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილმა მის არჩევას მხარი არ დაუჭირა, თუმცა განხილვის დროს ყავლაშვილის მიმართ კრიტიკული შენიშვნა არავის ჰქონია.

„აუდიტის სამსახური პარლამენტისთვის და განსაკუთრებით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვინაიდან ამ დასკვნებიდან იღებენ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ოპოზიციისთვის, იმისთვის, რომ კრიტიკული დღის წესრიგი ჰქონდეთ ან საკითხები დააყენონ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზოგიერთმა მწვანე ღილაკს არ დააჭირა ხელი, განხილვის დროს ვნახეთ, რომ არავის არ ჰქონია რაიმე კრიტიკული შენიშვნა ცოტნე ყავლაშვილის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ იმ წარმატებაზე, რომელსაც ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით სამსახურმა მიაღწია, კიდევ ბევრი რამის დაშენება შეიძლება. ვუსურვებ ცოტნე ყავლაშვილს და ყველა თქვენგანს წარმატებას ამ საქმიანობაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები