მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

განცხადება
24.05.24 14:32
816

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, ისინი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ გამოიყენონ უკანასკნელი შანსი და გაემიჯნონ მთავრობას, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე უარს ამბობს.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება:

"ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.

გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში:

• იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.

• გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.

საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს!

კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!"

განცხადებას ხელს აწერენ:

გირჩი - მეტი თავისუფლება; ლელო საქართველოსთვის; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ახალი; სტრატეგია აღმაშენებელი; რესპუბლიკური პარტია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები