მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქრომ ახალ რეკორდს მიაღწია

ოქრო

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - ოქროს ფასი დამატებით 8.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 4,380 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 66%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 19%-ს აღწევს.

აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 29%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი რეკორდულ 1,700 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 67%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით და სავაჭრო ომის ესკალაციით ემუქრება. ამ განცხადების ფონზე, ინვესტორები ფიქრობენ, რომ აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბება, რაც ოქროს, როგორც სადაზღვევო აქტივის, გაძვირებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები