ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - გასული კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 4%-ით არის გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება ამჟამად 3,340 დოლარს აღწევს; ხოლო ვერცხლის შემთხვევაში, მატების მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია.
თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, ოქროს ფასი საშუალოდ 64%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ვერცხლის ფასი ამჟამად ისტორიულ რეკორდულ ნიშნულზეა და 1-წლიან პერიოდში მისი ზრდა 110%-ს აღწევს.
ოქროსა და ვერცხლის გაძვირება მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების ფონზე.
ამჟამად ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება და აშშ-ის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრს სანქციებს აამოქმედებს, რაც ძვირფასი ლითონების ბაზარს ზრდისათვის დამატებით ბიძგს აძლევს.




























