საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 3,612 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთთვიან პერიოდში ზრდა 8%-ს შეადგენს.
ბოლო დროის განმავლობაში ოქროს გაძვირება დოლარის გაუფასურებით, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირებით და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.
ამასთან, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე თვეს აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, დოლარის გაუფასურება და მის წინააღმდეგ ოქროს გაძვირებას შეუწყობს ხელს.




























