მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ლითონი

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 2.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 3,978 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 50%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 9%-ს აღწევს.

აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 16%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი 1,560 დოლარს აღწევს.

თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 56%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 15-წლიან მაქსიმუმს უახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები