მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასი უნციაზე 6,000 დოლარს მიაღწევს – Bank of America-ს პროგნოზი

ლითონი

საბანკო-საფინანსო გიგანტმა Bank of America-მ ოქროს ფასის მოკლევადიანი სამიზნე მაჩვენებელი უნციაზე რეკორდულ 6,000 დოლარამდე გაზარდა.

მას შემდეგ, რაც ოქრომ 5,000-დოლარიანი ისტორიული ბარიერი გადალახა, ბანკის ანალიტიკოსებმა პროგნოზები კიდევ უფრო გაზარდეს. ექსპერტების განმარტებით, ისტორიული მონაცემები აჩვენებს, რომ წინა ოთხი bull run-ის დროს ოქროს ფასი საშუალოდ 300%-ით იზრდებოდა, რაც მიმდინარე ტენდენციით ფასის 6,000 დოლარამდე გაძვირებას რეალურს ხდის.

ამ ოპტიმისტური პროგნოზის მთავარ მამოძრავებელ ძალად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. პირველ რიგში, ეს არის გლობალური ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს მარაგების ინტენსიური შევსება და ინვესტორების მცდელობა, მზარდი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან თავი დაიზღვიონ.

გარდა ამისა, Bank of America ხაზს უსვამს ოქროს მოპოვების შემცირებასა და ხარჯების ზრდას, რაც ბაზარზე მიწოდების დეფიციტს ქმნის და ფასის კიდევ უფრო მეტ ზრდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ოქროსთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ სხვა საინვესტიციო ბანკებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები