მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქროს ფასმა მორიგ რეკორდს მიაღწია

ფასი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 3,675 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთთვიან პერიოდში ზრდა 9.5%-ს შეადგენს.

ბოლო დროის განმავლობაში ოქროს გაძვირება დოლარის გაუფასურებით, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირებით და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.

ამასთან, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე თვეს აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, დოლარის გაუფასურებას და მის წინააღმდეგ ოქროს გაძვირებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები