მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მფლობელობაში მყოფი ოქროს უმსხვილესი რეზერვები კვლავ დასავლურ სახელმწიფოებს ეკუთვნით. მართლაც, ჩრდილოატლანტიკური სახელმწიფოები ფინანსური არქიტექტურის გამართვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დიდი რაოდენობით ოქროს რეზერვებს კვლავ ინარჩუნებენ.
სიის სათავეში აშშ გვხვდება, რომელიც 8,113 ტონა ოქროს ფლობს. მათი უმრავლესობა ფორტ ნოქსსა და ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში ინახება. მეორე ადგილს გერმანია იკავებს (3,350 ტონა), რომელსაც მოსდევს იტალია (2,452 ტონა) და საფრანგეთი (2,437 ტონა). საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები ფიზიკურ ოქროს, როგორც ბუნებრივ რესურსს სუვერენული და რეგიონალური ფინანსური რისკებისა და გამოწვევების გასამკლავებელ მექანიზმად განიხილავენ.
მოწინავე დასავლური სახელმწიფოების შემდეგ გვხვდებიან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებმაც რეზერვების გაზრდა ბოლო პერიოდში მოახერხეს. ამ მხრივ, გამოირჩევა რუსეთის ფედერაცია (2,330 ტონა) და ჩინეთი (2,304 ტონა).
ამავე სიაში ვხვდებით შვეიცარიას (1,040 ტონა), ინდოეთსა (880 ტონა) და იაპონიას (846 ტონა).
ამჟამად, ოქროს უმსხვილესი რეზერვების მქონე ათი მოწინავე სახელმწიფოს სია ასე გამოიყურება:
- აშშ - 8,113 ტონა
- გერმანია - 3,350 ტონა
- იტალია - 2,452 ტონა
- საფრანგეთი - 2,437 ტონა
- რუსეთი - 2,330 ტონა
- ჩინეთი - 2,304 ტონა
- შვეიცარია - 1,040 ტონა
- ინდოეთი - 880 ტონა
- იაპონია - 846 ტონა
- ნიდერლანდები - 612 ტონა




























