მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა, გარიგებები ნოემბრიდან განახლდა

ენერგეტიკული ბირჟა

ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობა კვლავ დაბალია. საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ შედგა და პლატფორმაზე გარიგებების დადება 3 ნოემბრიდან განახლდა.

კერძოდ, 3-11 ნოემბრის პერიოდში ბირჟაზე სულ 4436.5 მგვტ.სთ. მოცულობის ელექტროენერგია გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდებოდა სექტემბერშიც, როდესაც ვაჭრობა მხოლოდ ერთ დღეს, 6 სექტემბერს შედგა და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობამ 232.8 მგვტ.სთ. შეადგინა.

ამ დროისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე სულ 21 კომპანიაა რეგისტრირებული.

ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები