მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ფულადი გზავნილები $319 მილიონამდე გაიზარდა - ქვეყნების რეიტინგი

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მლნ აშშ დოლარი (865.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.4%-ით (37.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა, რაც წლიურად 17%-ით, 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 53 მილიონი დოლარი გადმორიცხეს (+12%), მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარით.

2025 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ $59 მილიონი დოლარი; 17%
2 იტალია $53 მილიონი დოლარი; 12%
3 რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარი; 20%
4 გერმანია $30 მილიონი დოლარი; 21%
5 საბერძნეთი $26 მილიონი დოლარი; 13%
6 ისრაელი $24 მილიონი დოლარი; 14%
7 თურქეთი $11 მილიონი დოლარი; 18%
8 ესპანეთი $8 მილიონი დოლარი; 43%
9 ყირგიზეთი $8 მილიონი დოლარი; -18%
10 ყაზახეთი $7 მილიონი დოლარი; -14%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები