მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში საქართველოს გავლით რუსეთმა თურქეთს 126 მლნ კვტ,სთ ელექტროენერგია მიაწოდა

ელექტროენერგია

2025 წლის ოქტომბერში ელექტროენერგიის ტრანზიტმა 200 მლნ კვტ.სთ შეადგინა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემები აჩვენებს, რომ ტრანზიტი ძირითადად რუსეთიდან თურქეთში განხორციელდა, რომლის მოცულობა 126,17 მლნ კვტ.სთ იყო. ოქტომბერში საქართველოს გავლით აზერბაიჯანმა თურქეთს მხოლოდ 74,2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა.

წელს 10 თვეში ელექტროენერგიის ტრანზიტის მოცულობა ჯამში 827.4 მლნ კვტ,სთ იყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს გადამცემ ხაზებს ძირითადად აზერბაიჯანი იყენებს თურქეთში დენის ექსპორტისთვის. 827.4 მლნ კვტ.სთ-დან 594,15 აზერბაიჯანის ტრანზიტი იყო თურქეთში, 202,66 მლნ კვტ,სთ რუსეთიდან თურქეთში დენის ექსპორტი, ხოლო სომხეთიდან თურქეთში ტრანზიტი მცირე 30,60 მლნ კვტ, სთ შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები