ოქტომბერში, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, გასულ თვეს ამ მაჩვენებელმა მილიარდ 148 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.7%-ით მეტია.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს, აქ ელექტროენერგიის მოხმარება 15.1%-ით გაიზარდა და 231.7 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
ესკო-ს მონაცემებით, გენერაციის ადგილობრივმა ობიექტებმა მილიარდ 192.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.