მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას დადებითად ვაფასებ - დავით ნარმანია

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას დადებითად აფასებს. მან ამის შესახებ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის გააქტიურებას ელის.

„დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება",- თქვა ნარმანიამ.

მან ბირჟის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე რეგისტრირებულია 21 მონაწილე, ვაჭრობა კი შედგა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე.

"საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 130.54 ლარი/მგვტ.სთ. აღნიშნული დაბალია ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. ეს კი ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 000 ლარი დაზოგეს",- აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი პირველ ივლისს ამოქმედდა, რომელიც დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში ითვალისწინებს, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

ოქტომბერში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა, გარიგებები ნოემბრიდან განახლდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები