მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ტურიზმიდან შემოსავლებში ზრდის ტემპი შენარჩუნდა - სებ-ი

63749bdf2674a
ნინო ტაბატაძე
16.11.22 12:06
543
ტურიზმიდან შემოსავლები სრულად აღდგა. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში შემოსავლებში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპი შენარჩუნდა. ამასთან, ოქტომბერში საერთაშორისო ტურიზმიდან ქვვეყანამ 337 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვევნებელზე 70 მლნ დოლარით (31%-ით) მეტია.

მთლიანობაში 10 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 2.85 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2.84 მლრდ დოლარი იყო. ზრდა 4.8 მლნ დოლარია.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით შემოსავლებს. აქ ოქტომბერში რუსეთი ლიდერობდა - 114.5 მლნ დოლარით, მეორე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნები 33.7 მლნ, ხოლო მესამეზე 33.6 მლნ თურქეთი. ხუთეულში შედის უკრაინა (29.3 მლნ) და ისრაელი ( 27.7 მლნ).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები