ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოელ მოგზაურთა დანახარჯებიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ზრდა 127.1 მლნ აშშ დოლარია (9.4-ჯერ მეტი), ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით შემოსავლები 124.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 46.7%-ით ნაკლებია.
“მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5% (22 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის (18.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელის (15.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (14.8 მლნ აშშ დოლარი), უკრაინისა (14.5 მლნ აშშ დოლარი) და საუდის არაბეთის (9.5 მლნ აშშ დოლარი) წილი.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 205,680 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 314%-ით მეტია. საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი მატების მიუხედავად, ის 2019 წელთან შედარებით მაინც 69%-ით ნაკლებია, რადგანაც 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანას 665,055 ადამიანი სტუმრობდა. შესაბამისად, ოქტომბერში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 31%-ით აღდგა.




























