მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბრის შემდეგ Tencent-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის გაორმაგდა

63c4fbcf323fb
გიორგი არონია
16.01.23 23:00
719
გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 96%-ით არის გაზრდილი. ეს ჩინეთის მიერ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის შესუსტებაზე და ქვეყნის ნაწილობრივ გახსნაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 ოქტომბერს ჩინურმა კომპანიამ ლოკალური მინიმუმი დააფიქსირა. იმ დროს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $245.01 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ჩინეთში არსებული მკაცრი პოლიტიკის შესუსტებაზე მიუთითებს მილიარდერ ჯეკ მას Ant Group-ისთვის $1.5-მილიარდიანი კაპიტალის მოზიდვაზე მიცემული ნებართვა. Ant Group-ის ეს შემთხვევა სიმბოლურიცაა, რადგან ტექნოლოგიური კომპანიებისთვის წნეხის დაწესება ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ სწორედ ჯეკ მას კომპანიით დაიწყო, როცა 2020 წელს, საფონდო ბირჟაზე განთავსების საშუალება არ მისცა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დომინოს პრინციპი ჩაირთო, რომელმაც ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების სექტორიდან $2 მილიარდი გააქრო.

ცხადია, Tencent-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების შესუსტებული პოლიტიკით ხეირობს - ამავე პერიოდში, 85%-ით გაიზარდა კიდევ ერთი ჩინური გიგანტის, Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაცია. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინური კომპანიების ზრდა ზოგადად სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზეც მიუთითებს, არადა იყო დრო, როცა ეს სექტორი „საინვესტიციოდ არასასურველად“ ითვლებოდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო თვეებში დაფიქსირებული ფენომენალური ზრდის დამსახურებით, Tencent-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა, $458-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. აღნიშნულ ათეულში, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი უკანასკნელად, ნახევარი წლის წინ შედიოდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები